ბაზრის კვლევა - მესტიის სოფლებში მაზერში, ჭოლაშში და დაბა მესტიაში საბავშვო ბაღების მშენებლობა

გამოქვეყნებულია: 9 იანვარი 2026    /    ძალაშია: 14 იანვარი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს (მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. მაზერში (ს/კ 42.09.33.016), სოფ. ჭოლაშში (ს/კ 42.05.34.045) და დაბა მესტიაში (ს/კ 42.06.42.037) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა (აღდგენა-გამაგრებითი და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) (CPV 45214100) შესყიდვას. 

 

 შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. მაზერში (ს/კ 42.09.33.016), სოფ. ჭოლაშში (ს/კ 42.05.34.045) და დაბა მესტიაში (ს/კ 42.06.42.037) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა (აღდგენა-გამაგრებითი და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს ჩათვლით) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 557199003.

 

დანართები: 

1. ბაზრის კვლევის ცხრილი;

2. ტექნიკური დავალება;

3. სპეციფიკაციები;

4. ხარჯთაღრიცხვა;

5. ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ. 

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=16706&lang=ge