ამბროლაურში ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტირება იწყება

10 იანვარი 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს.

 

პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას თანამედროვე სარეკრეაციო გარემო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტურიზმის განვითარებას.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი სივრცეების  და პავილიონების მოწყობა.

 

ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, გარე განათების, სარწყავი, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

 

ახალი პარკის სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.