ბაზრის კვლევა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის - სკოლ(ებ)ის პროექტირება
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის - სკოლ(ებ)ის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სკოლის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის - სკოლ(ებ)ის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სკოლის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 27 იანვრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 593 72 73 05. დანართები: 1. ტექნიკური დავალება; 2. ბაზრის კვლევის ცხრილი.
https://tenders.procurement.


