ბაზრის კვლევა - ქალაქ საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები

გამოქვეყნებულია: 15 იანვარი 2026    /    ძალაშია: 29 იანვარი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების (CPV 45200000) შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები) სავარაუდო ღირებულება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 29 იანვრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს ჩათვლით) მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 598 180110.

 

დანართები: 

1. ტექნიკური დავალება;

2. მოცულობათა უწყისი;

3. ბაზრის კვლევის ცხრილი;

4. ტექნიკური ცენტრის ტიპიური პროექტი;

5. ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ. 

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=18475&lang=ge