ბაზრის კვლევა - ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ჭიათურაში და ქალაქ ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ჭიათურაში და ქალაქ ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების (CPV 45212224 - სტადიონის მშენებლობა) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ჭიათურაში და ქალაქ ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოები) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებების და სპეციფიკაციების გათვალისწინებით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 29 იანვრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს ჩათვლით) მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577 62 71 57.
დანართები:
1. ბაზრის კვლევის ცხრილი;
2. ტექნიკური დავალებები;
3. სპეციფიკაციები;
4. მოცულობათა უწყისები;
5. ტექნიკური ცენტრის ტიპიური პროექტი;
6. ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ.
https://tenders.procurement.


