ბათუმში N26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23 იანვარი 2026
ქალაქ ბათუმში 150 ბავშვზე გათვლილი, N26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი.
განახლებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მილიონი ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ადგილზე გაეცნენ.


