ბათუმში #3 საბავშვო ბაღი სრულად განახლდება

23 იანვარი 2026

 სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ბათუმში 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი სრულად განახლდება.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

 

რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში შეიქმნება ყველა თანამედროვე პირობა ბავშვების უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოსთვის — მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და სახანძრო სისტემები, ეზოები და უზრუნველყოფილი იქნება სრულად ადაპტირებული გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისათვის.