სოფელ ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

24 იანვარი 2026

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დასრულდა.

 

ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად,  მოწყობილია ბავშვების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, დასასვენებელი ოთახები და   მრავალფეროვანი სათამაშო ეზო.

 

ნიგვზიანის ახალ საბავშვო ბაღში შექმნილია  ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხო, კომფორტულ და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას.