დაგეგმილია მანავის 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის აღდგენა

26 იანვარი 2026

 მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი სოფიო ბარნაბიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან  და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მანავის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჯარო სკოლის რეაბილიტაციის  შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

 

სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დაგეგმილია  მანავის 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღდგენა.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება,  რეაბილიტაციისთვის  გათვალისწინებული  სამუშაოების შესყიდვა კი იგეგმება  მიმდინარე წლის თებერვალში.

 

მანავის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს დაიწყება და პროექტი სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

სკოლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ სოფელ მანავს   ექნება რენტაბელური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  საჯარო სკოლის შენობა.