ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 14 აგვისტო 2014 / ძალაშია: 12 სექტემბერი 2014
ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/20
საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს მიწის სამუშაოებს, ფოლადისა და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, ასფალტის საფარის მოწყობას, რეზერვუარის მშენებლობას, წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას, ახლალი მილსადენის მონტაჟს და რეზერვუარებისათვის სანიტარული ზონების მოწყობა. დეტალებისთვის იხილეთ სატენდერო განცხადება.
ცვლილება შევიდა 20,08,2014
მოწვევა ტყიბული_EIB-WIMPII-20 ცვლილება