ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

1 თებერვალი 2026

 150 მოსწავლეზე გათვლილ ქუთაისის  №28 საჯარო სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.

 

გარდა ამისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი მოეწყობა  სათამაშო მოედანი.

 

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

შენობა უზრუნველყოფილია  გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებით.

 

ქუთაისის  №28 საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის ღირებულება 3.5 მლნ ლარია.