სოფელ გეგუთში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

2 თებერვალი 2026

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს ეცნობა.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ შენობაში გათვალისწინებულია ბავშვების  განათლების,  სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.

 

საბავშვო ბაღში მოწყობილია სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრეაციულ ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის  კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.

 

გეგუთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სახელმწიფომ 2.4 მლნ ლარით დააფინანსა.