წყალტუბოში №1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

2 თებერვალი 2026

 წყალტუბოში 200 ბავშვზე გათვლილი №1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო ქალაქ წყალტუბოს ახლადრეაბილიტირებულ, 200 ბავშვზე გათვლილ, №1 საბავშვო ბაღშიც.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებულ, 200 ბავშვზე გათვლილ შენობაში სკოლამდელი აღსაზრდელების განათლებისა და სოციალიზაციისთვის ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული.

 

საბავშვო ბაღში მოწყობილია ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები, მათ შორის სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, სათამაშო და სპორტული მოედნები.

 

წყალტუბოს №1 ბაღის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მთავრობამ 3.2 მილიონი ლარით დააფინანსა.