წყალტუბოში სპორტული ინფრასტრუქტური განვითარება იწყება

2 თებერვალი 2026

 წყალტუბოში საფეხბურთო ტენიკური (სავარჯიშო) ცენტრის მშენებლობა იწყება და რაგბის 2 სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

 

წყალტუბოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აშენდება საფეხბურთო ტექნიკური (სავარჯიში) ცენტრიც.

 

მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

 

სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარითა და მოედნის მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით.

 

ქვეყნის მუნიციპიტეტებში სპორტული სავარჯიშო ცენტრების განვითარება რმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და რეგიონში სპორტის განვითარებას.

 

გარდა ამისა, წყალტუბოში დაგეგმილია რაგბის ორი, ხელოვნურ და ბუნებრივ საფარიანი სტადიონის მშენებლობა