ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

15 აგვისტო 2014

ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახი კანდელაკმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეებმა ილია დარჩიაშვილმა და თორნიკე თორაძემ,  ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახსნეს.  მცხეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ წიწამურში, ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  საქართველოს უნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.  სარეაბილიტაციო სამუშაოების გახსნას  არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი დაესწრო.  

 

პროექტის ფარგლებში  რეაბილიტაცია ჩაუტარდება  კვარცხლბეკს,  მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე  ტერიტორია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და  მისი ღირებულება 544997,95 ლარია.  საქართველოს მთავრობისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად  განხორციელება პრიორიტეტული საკითხია აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს  შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას

 

მნიშვნელოვანია, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა, არქიტექტორმა, თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა. შესაბამისად , სრულად იქნება  დაცული ყველა ის პარამეტრი ,რომელიც რეაბილიტაციის  სრულფასოვნად და მაღალი ხარისხით განხორციელებას უზრუნველყოფს. 

 

ფონდის დაკვეთით   საპროექტო ილიჭავჭავაძის  ძეგლის  რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი უკვე შეიმუშავა. საპროექტო კომპანიას პროექტირებისთვის  75 დღიანი  ვადა  ჰქონდა, სამშენებლო სამუშაოებისთვის კი 4 თვიანი ვადაა განსაზღვრული.    პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან უკვე შეათანხმა.  პროექტი  4 თვეში დასრულდება.

 

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით არაერთი აქცია არის ჩატარებული.  თუმცა, ძეგლის რეაბილიტაციის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ საკითხის  მნიშვნელობიდან  გამომდინარე  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაავალა პროექტის განხორციელება.   2 თვის განმავლობაში საპროექტო კომპანიამ იმუშავა ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე. ახლა კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რომლის შედეგადაც ილია ჭავჭავაძის ძეგლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება და წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.