ბაზრის კვლევა - ქ. რუსთავში, ბათუმის და ასლანიკაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის რეაბილიტაციის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 11 თებერვალი 2026    /    ძალაშია: 18 თებერვალი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. რუსთავში, ბათუმის და ასლანიკაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადების მომსახურების (CPV-71200000)შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 თებერვლის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N3 ელექტრონულად
დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.
 
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
 
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;
4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;