ბაზრის კვლევა - სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში სკოლის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 11 თებერვალი 2026    /    ძალაშია: 18 თებერვალი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში (ს/კ. 34.07.42.215), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების - სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ახალი სკოლის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადების მომსახურების( CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 თებერვლის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N4-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N5
ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.
 
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
 
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - გამოსაყენებელი მასალები;
3. დანართი N3 - გეგმა გრაფიკი;
4. დანართი N4 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
5. დანართი N5 -პერსონალის გამოცდილება;
6. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;
7. სკოლის სტანდარტი;