ბაზრის კვლევა - სსიპ საქართველოს მუნიციპალური ფონდის მიერ, ფონდის ოფისის სამგაზვრო ლიფტის ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 13 თებერვალი 2026    /    ძალაშია: 19 თებერვალი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. თბილისში, დ.აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისის, სამგზავრო ლიფტის ცვეთადი ნაწილების შეკეთებისა და საექსპლუატაციო მომსახურების (CPV-50750000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 თებერვლის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართის N2 პრეისკურანტის შესაბამისად და დანართი N3 ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.
 
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დოკუმენტაცია;
2. დანართი N2 - პრეისკურანტი;
3. დანართი N3 - გამოცდილება;