გორში N11 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

14 თებერვალი 2026

 ახალი სკოლა  650 მოსწავლეზეა  გათვლილი. შენობაში  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის საკლასო  და რესურს ოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, მუსიკის ოთახი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე.

 

სკოლაში განთავსდება, ასევე,  ბიბლიოთეკა, მოეწყობა კვებისათვის განკუთვნილი სივრცე და სამედიცინო ოთახი.

 

ამასთან,  პროექტის ფარგლებში სკოლის  ტერიტორიაზე გათვალისწინებულია შიდა და გარე მრავალფუნქციური  სპორტული სივრცეების მოწყობა.

 

პროექტს საქართველოს მთავრობა 11 მლნ ლარით აფინანსებს.