სოფელ არაშენდაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

14 თებერვალი 2026

სოფელ არაშენდაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

გორის  მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას ახალი სკოლა 100 მოსწავლეზეა გათვლილი.

 

შენობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა.

 

სკოლაში მოეწყობა კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, სამედიცინო კაბინეტი, ასევე, შიდა და გარე სპორტული სივრცეები.

 

პროექტი ითვალიწინებს მოზარდების საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც უზრუნველყოფს მათ განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე ორიენტირებული  გარემოს შექმნას.

 

სოფელ არაშენდას  ახალი სკოლის მშენებლობა  საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 4.5  მლნ ლარს შეადგენს.