ზესტაფონში თანამედროვე მულტიფუნქციური ცენტრი და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება

14 თებერვალი 2026

 ზესტაფონში თანამედროვე მულტიფუნქციური ცენტრი და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება.

 

დაგეგმილი მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.

 

ადგილზე განიხილეს პროექტის ძირითადი პარამეტრები და ის შესაძლებლობები, რომელსაც ახალი სივრცეები მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს მისცემს.

 

მულტიფუნქციური ცენტრი სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობას გააერთიანებს, ხოლო საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შექმნის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს, რაც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებასა და რეგიონში სპორტის პოპულარიზაციასდაგეგმილი მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.

 

ადგილზე განიხილეს პროექტის ძირითადი პარამეტრები და ის შესაძლებლობები, რომელსაც ახალი სივრცეები მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს მისცემს.

 

მულტიფუნქციური ცენტრი სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობას გააერთიანებს, ხოლო საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შექმნის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს, რაც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებასა და რეგიონში სპორტის პოპულარიზაციას.