სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

14 თებერვალი 2026

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

სკოლაში მოეწყობა   თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია.

 

 ასევე, გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზების, სათამაშო მოედნის და ეზოს მოწყობა.

 

პროექტი საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4.9 მლნ ლარს შეადგენს.