მესტიასა და ცაგერში ტექნიკური სსაფეხბურთო ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

16 თებერვალი 2026

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  მესტიასა და  ცაგერში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების  მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

 

პროექტების ფარგლებში უნდა მოეწყოსაფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

 

სამუშაოების საერთო ვადა 12 თვით განისაზღვრება.

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას  გეგმავს.