ბაზრის კვლევა - ლითონის კარადების შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 18 თებერვალი 2026 / ძალაშია: 25 თებერვალი 2026
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ფონდის ადმინისტრაციული შენობისათვის (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150) 160 ცალი ორკარიანი ლითონის კარადის (CPV-44421000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და მიწოდების ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 თებერვლის 16:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება:
დანართი N2-ის შესაბამისად, ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასების ცხრილი;


