სენაკში ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობა იგეგმება

20 თებერვალი 2026

 სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

 

ახალი სპორტული ობიექტი ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და თანამედროვე, ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი სპორტული სივრცეების შექმნას.