სერგიეთში ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობა იწყება

21 თებერვალი 2026
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება.
სერგიეთის ახალი სპორტული კომპლექსი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს განავითარონ სპორტული უნარები და მიიღონ გამოცდილება პროფესიულ დონეზე.
ახალი პროექტი ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, სრულად აღჭურვილ გასახდელებს, სველ წერტილებსა და დამხმარე სათავსებს.


