სოფელ გულეიკარის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

21 თებერვალი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
განახლებული სკოლა სრულად არის მორგებული მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და განვითარებაზე.
ახალი სკოლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ გულეიკარის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას და შექმნის პირობებს, სადაც მოსწავლეები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლასა და განვითარებას.


