ბაზრის კვლევა - სამშენებლო ნარჩენის შეგროვება გატანა
გამოქვეყნებულია: 23 თებერვალი 2026 / ძალაშია: 2 მარტი 2026
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ნარჩენების შეგროვების და ტრანსპორტირების (CPV-90500000) მომსახურების შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 02 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N1-ის და დანართი N2-ის შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1 - ფასების ცხრილი;
3. დანართი N2 - ფასების ცხრილი;


