მცხეთის N3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

25 თებერვალი 2026
მცხეთაში N3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით მიიღებს აღსაზრდელებს.
სრულად განახლდა საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, ასევე სამზარეულო და სპორტული მოედანი.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტი საქართველოს მთავრობამ 3.3 მილიონი ლარით დააფინანსა.


