ჩარდახში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

25 თებერვალი 2026

 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საბავშვო ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები, სადაც გათვალისწინებულია ბავშვების სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა პირობა.

 

 საგანმანათლებლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოწყობილია სათამაშო და რეკრეაციული ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები.

 

სახელმწიფომ საბავშვო ბაღის მშენებლობა 1.3 მილიონი ლარით დააფინანსა.