ხაშურის N4 საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

25 თებერვალი 2026

 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში თანამედროვე სტანდარტების მიხედვით უნდა მოეწყოს   საკლასო  და რესურს ოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე და მუსიკის ოთახი.

 

სკოლის შენობაში ასევე უნდა განთავსდეს   ბიბლიოთეკა, კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, სამედიცინო კაბინეტი, მანდატურის ოთახი, მრავალფუნქციური და  სპორტული დარბაზები.

 

ახალი შენობა  უზრუნველყოფს  მოსწავლეების განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე ორიენტირებული  გარემოს შექმნას.

ხაშურის N4 სკოლა, მუნიციპალური განვითარების ფონდს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის  შემდეგ გადმოეცა.