ბაზრის კვლევა - თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ს-4 საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2 მონაკვეთის საავტომობილო გზაზე შესასრულებელი მშენებლობა/მოდერნიზაციის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების (CPV-71520000) შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2026    /    ძალაშია: 6 მარტი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ს-4 საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2 მონაკვეთის საავტომობილო გზაზე შესასრულებელი მშენებლობა/მოდერნიზაციის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების (CPV-71520000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების და პერსონალის ზოგადი გამოცდილება.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 06 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, დანართი N3 ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და დანართი N4 ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით პერსონალის გამოცდილების შესახებ.
 
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
 
დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დოკუმენტაცია - დანართი N1;
2. დანართი N2;
3. დანართი N3;
4. დანართი N4;