ბაზრის კვლევა - ქ. საჩხერეში არსებული საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2026 / ძალაშია: 9 მარტი 2026
გაცნობებთ, რომ, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ.საჩხერეში არსებული საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადების მომსახურების (CPV-71200000)შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტისსავარაუდო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარეწლის 09 მარტის 15:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N3-ის შესაბამისად, (ფასი,წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N4ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - სპეციფიკაციები;
3. დანართი N3 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
4. დანართი N4 -პერსონალის გამოცდილება;


