დედოფლისწყაროში № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება

3 მარტი 2026
ქალაქ დედოფლისწყაროში № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება, სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი.
ახალი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი.
სკოლაში განთავსდება სამედიცინო კაბინეტი, კვებისათვის განკუთვნილი ზონა, ასევე, შიდა და გარე სპორტული სივრცეები.
დედოფლისწყაროს № 1 საჯარო სკოლის მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტი 15.9 მილიონით ლარით აფინანსებს.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი გაეცნენ.


