ლაგოდეხში სპორტული კომპლექსი-საფეხბურთო ცენტრი აშენდება

 ლაგოდეხში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება.

 

პროექტის ფარგლებში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სადაც განთავსდება დიდი და საბავშვო აუზები, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, მწვრთნელთა, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები. შენობაში ასევე მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, კვების პუნქტი და კომერციული სივრცეები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე — რეკრეაციული ზონა და ავტოსადგომი.

 

გარდა ამისა, სოფელ ჭაბუკიანში დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, სველი წერტილებსა და სამეურნეო სათავსოებს.

სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

 

დაგეგმილი პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებლმა დირექტორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე განიხილა.