საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

11 მარტი 2026
ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების კოორდინაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისია შექმნილია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით. სხდომაზე კომისიის წევრებმა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევები განიხილეს, დასახეს კონკრეტული ამოცანები და შეიმუშავეს სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე საპროექტო საკითხებსა და ახალ პრიორიტეტულ სკოლებს.
სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩრთოლანი ფონდის თანამშრომლებთან ერთად, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ლევან ღირსიაშვილი და თამარ მახარაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი.
ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადმოეცა.


