ბაზრის კვლევა - ქ.საჩხერეში არსებული საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება
გაცნობებთ, რომ, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. საჩხერეში არსებული საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 მარტის 16:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N3-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N4 ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.
შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების პირველი სტადიის I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე.
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - სპეციფიკაციები;
3. დანართი N3 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
4. დანართი N4 -პერსონალის გამოცდილება;
https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=33197&lang= ge


