მარნეულში ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ მარნეულში სპორტული ინფრასტრუქტურის ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 

პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტადიონი ტერიტორია ადგგილზე მოინახულა.

 

დაგეგმილი სტადიონი აღჭურვილი იქნება გასახდელებით, სველი წერტილებითა და სამეურნეო სათავსებით. ასევე მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიურ გარემოს.