სოფელ იმირის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში № 1 საჯარო სკოლა შენდება.
ახალი 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება, სადაც თანამედროვტექნოლოგიებით აღიჭურვება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი.
სკოლაში განთავსდება სამედიცინო კაბინეტი, კვებისათვის განკუთვნილი ზონა, ასევე, შიდა და გარე სპორტული სივრცეები.
სოფელ იმირის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტი 3.4 მილიონით ლარით აფინანსებს.
მიმდინარე სამშენებლო პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


