ქვემო ბოლნისში 125 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ამორტიზებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განახლებული ბაღი ადგილზე მოინახულა.

 

შენობაში გათვალისწინებული იქნება ბავშვების  განათლების,  სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.

 

ბაღში, სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად, მოეწყობა   სათამაშო და რეკრეაციულ ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები.

 

პროექტის ფარგლებში, ქვემო ბოლნისის საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად,  მოეწყო ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები.