სოფელ ტანძიაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია  დასრულდა.

 

განახლებული სკოლა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მოინახულა.
 
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად,  მოეწყო  ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები.
 
შენობაში გათვალისწინებულია ბავშვების  განათლების,  სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.
ტანძიის საბავშვო ბაღში სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოეწყობ  სათამაშო და რეკრეაციულ ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის  კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.