ბაზრის კვლევა - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და საჯარო სკოლების სამშენებლო ტერიტორიის შემოსაფარგლი უსაფრთხოების ღობეების მოწყობისათვის პროექტირება და მშენებლობა
გამოქვეყნებულია: 20 მარტი 2026 / ძალაშია: 27 მარტი 2026
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სკოლამდელიაღზრდის დაწესებულებების და საჯარო სკოლების სამშენებლო ტერიტორიის შემოსაფარგლი უსაფრთხოების ღობეების მოწყობისათვის პროექტირების და პროექტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების მომსახურების (CPV-45340000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 27 მარტის 15:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1 - ობიექტების ნუსხა;
3. დანართი N2 - ღობის პირობითი ნახაზი;
4. ხარჯთაღრიცხვა.


