სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიშები მოისმინეს. ამასთან, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მიმდინარე სამუშაოების შეუფერხებლად შესრულების მიზნით, კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეები არიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე თამარ მახარაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი.