სოფელ ღულელებსა და სოფელ სიონში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება

30 მარტი 2026

 თიანეთის მუნიციპალიტეტის   მაღალმთიან სოფლებში, ღულელებსა და სიონში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული პროექტის  “საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლები“  ფარგლებში.


შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 72 კვირაა  განსაზღვრული.  

სოფლების ღულელების და სიონის საჯარო სკოლები 250-250  მოსწავლეზე იქნება გათვლილი.  მათი რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე და ეკოლოგიური გარემოს შექმნას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას.

პროექტის მიხედვით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში მნიშვნელოვნად შემცირდება ენერგომოხმარება,  CO2 ემისიები, შენობების ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს  ორივე სკოლის  გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას.