ხაშურის N7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

22 ნოემბერი 2016
მუნიციპალიტეტი: ხაშური
დონორი: WB

 2016 წლის 29 ნოემბერს 14:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (მისამართი: ქ. ხაშურის, ტაბიძის N2) გაიმართება ქვე-პროექტის ხაშურის N7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ხაშურის N7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

     საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206.

 

საკონტაქტო პირები:   ქეთევან პაპაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 599149696,  

ელ-ფოსტა: kpapashvili@mdf.org.ge

 

ნონა ჭიჭინაძე, სოციალური და გენდერული საკითხების სპეციალისტი, მობ.: 599 56 51 09,

ელ-ფოსტა: nchichinadze@mdf.org.ge

 

           ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მისამართი: ქ. ხაშური, ტაბიძის N2.

საკონტაქტო პირი: გიორგი პაპიაშვილი, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ტელ: 595 49 11 72 

 

  EMP_Khashuri7Kindergarten - GEO