ლენტეხს წყალმომარაგება აღუდგა
12 მარტი 2013
დაბა ლენტეხში მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მოახდინა. პროექტის შედეგად წყალმომარაგება, რომელიც მოსახლეობის ნაწილს შეზღუდვებით მიეწოდებოდა, სრულად აღდგა და წყალი ახლა ლენტეხელებს 24 საათიან რეჟიმში მიეწოდებათ.
წყალსადენის 7 კმ-იან მონაკვეთზე — “თავადის წყაროდან” ყარიშის რეზერვუარამდე– კაპტაჟები, წყალმიმღები კამერა და სანიტარული დაცვის ღობე დამონტაჟდა. სამუშაოები შპს “მეოხმა” განახორციელა.
პროექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 401 ათას 264 ლარი. დონორი: GOG