დაბა აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაცია, ადიგენის მუნიციპალიტეტი
2017 წლის 5 სექტემბერს 16:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, რუსთაველის ქ. #40 -ში გაიმართება ქვე-პროექტის „დაბა აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაცია“ განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი „დაბა აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაცია“, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული სახლების რეაბილიტაციას.
ქვე-პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტის მიმოხილვა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge), ასევე შემდეგ მისამართებზე:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. |
|
საკონტაქტო პირები |
ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ.: 598 88 20 19, ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
|
გიორგი გედევანიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დ. აბასთუმნის ტერიტორიულ ორგანოში, მობ: 595 18 33 44 |
|
|
ქვე-პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: