თელავის შესასვლელში, სოფ. ვარდისუბანთან სამშენებლო ნარჩენების საყრელის ტერიტორიის გასუფთავება და აღდგენა # IBRD/RDP/CW/NCB/30-2014

გამოქვეყნებულია: 24 სექტემბერი 2014    /    ძალაშია: 24 ოქტომბერი 2014

 საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: თელავის შესასვლელში, სოფ. ვარდისუბანთან სამშენებლო ნარჩენების საყრელის ტერიტორიის გასუფთავება და აღდგენა. პროექტი ითვალისწინებს ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ65-კმ67 მონაკვეთზე სამშენებლო ნარჩენების განთავსების ტერიტორიის გასწვრივ მდ. მაწანწარასხევის ნაპირგამაგრებას და ნარჩენების საყარის ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიზაციის ღონისძიებებს. სამუშაოები მოიცავს  მდინარის ნაპირგამაგრებას გაბიონებით და ქვაყრილით, ასბესტის შემცველი სახიფათო სამშენებლო ნარჩენების შეგროვებას, შეფუთვას, ტრანსპორტირებას და საბოლოო განთავსებას მუნიციპალურ მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე; ტერიტორიის ვერტიკალურ გეგმარებას ახალ საპროექტო საზღვრებში, მოშანდაკებას და კეთილმოწყობას (ბალახის დათესვის ჩათვლით).

 

დეტალებისთვის იხილეთ სატენდერო განცხადება

 

 სოფ. ვარდისუბანთან  ტერიტორიის გასუფთავება და აღდგენა