ქართულმა დელეგაციამ ბერლინში თანამედროვე ურბანული ობიექტები მოინახულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა გერმანიაში ვიზიტი თანამედროვე ურბანული ობიექტების მონახულებით დაიწყო. მინისტრმა, მისმა პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, რომელიც ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორიც არის და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ბერლინში, ევროპის ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი - BSR დაათვალიერეს.
BSR არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი, სადაც, ნარჩენების გადამუშავების შედეგად, თბო და ელექტროენერგია მიიღება. საქართველოსთვის, რომელიც ნარჩენების გადამუშავების ყველაზე მორგებული და ეფექტური სისტემის შექმნაზე მუშაობს, ეს ღირებული გამოცდილების გაზიარების კარგი საშუალებაა. ქართულ დელეგაციას BSR-ში მასპინძლობას გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) ინფრასტრუქტურის მიმართულების ხელმძღვანელი, არნე გოსი უწევდა.
ამასთან, დავით შავლიაშვილმა, გიორგი ამაშუკელმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიალ, შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა და „საქართველოს გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში - „მდგრადი ურბანული განვითრება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური პირებისთვის, ბერლინში, KFW-ს ორგანიზებით იმართება.