აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია
2017 წლის 6 ნოემბერს 14:00 საათზე, აბასთუმანში ობსერვატორიის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ავტოსადგომისა და საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობას, ტელესკოპი AZT-11 ცენტრალური შენობის რეაბილიტაციას, მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და არსებული საბაგიროს რეაბილიტაციას.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge ), ასევე შემდეგ მისამართებზე:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. |
|
საკონტაქტო პირები |
ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ.: 5 98 88 20 19, ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
|
|
|
გიორგი გედევანიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, ელ-ფოსტა: g.gedevanidze @mail.ru , ტელ : 595 18 33 44 |
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:
გმ- ობსერვატორიის რეაბილიტაცია